Soirée: თამთა მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია
Page d'accueil > Magti Club > თამთა მელაშვილის წიგნის პრეზენტაცია
Vous serez informé(e) dès que les photos de la soirée seront ajoutées
24 ნოემბერს, 19:30 საათზე, „მაგთი კლუბში“, თამთა მელაშვილის წიგნის – „თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ – პრეზენტაცია გაიმართება.
„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ არის წიგნი, წარსულის მეხსიერების შესახებ, რომელიც ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200-წლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა.
აქ რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი, რომელიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ მოგვითხრობენ.
თამთა მელაშვილი არის რომანების – „გათვლა“ (2010), „აღმოსავლეთით“ (2015) და მოთხრობების კრებულის – „მარინეს ანგელოზები“ (2017) ავტორი. „თქმული და უთქმელი ისტორიები; გერმანელები საქართველოში“ კი ზეპირი ისტორიებით შედგენილი მისი პირველი წიგნია.
– გამოცემის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.